გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

9 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს: „ვ.ყოლბაიას ანგარიში ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ამსტერდამში მივლინების შედეგების შესახებ“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე ვრცელი ინფორმაციით წარსდგა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

გარდა ამისა, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

სიგელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ვახტანგ ყოლბაიას მაღალ სიგელს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.






































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions