,,აფხაზები გადმოსვლას და აქ დაბინავებას ითხოვენ, ვალდებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები მივიღოთ და დავეხმაროთ”- ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,აფხაზები გადმოსვლას და აქ დაბინავებას ითხოვენ, ვალდებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები მივიღოთ და გადავარჩინოთ იმ სასაკლაოზე გაგზავნას,”- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ  ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

 

მისი თქმით, მოსალოდნელია, ნაწილობრივი მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით, ლეგალური თუ არალეგალური გზებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან არ წყდება ზარები. აფხაზები რეკავენ თავიანთ ნაცნობებთან, მეგობრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ითხოვენ გადმოსვლასა და დაბინავებაში დახმარებას. ჩვენ აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ველოდებით აფხაზეთიდან მოსახლეობის გადმოსვლას. თუმცა აფხაზურმა მხარემ უკვე მიიღო ზომები და არ უშვებენ აფხაზებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მობილიზაციას ექვემდებარებიან. მაგალითად გუშინ, 12 აფხაზი მიაბრუნეს ენგურის პოსტიდან და არ გადმოუშვეს. სავსებით შესაძლებელია, ლეგალური თუ არალეგალური გზით გადმოვიდნენ. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეები მივიღოთ და გადავარჩინოთ იმ სასაკლაოზე გაგზავნას,”- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ  ,,მედიაცენტრ მთავარში”.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში - 30.09.2022

https://youtu.be/MV5lVHKiFgo

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions