საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის თემაზე შეხვედრა გაიმართა

28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე: აფხაზეთი, - თანამედროვე რეალობა და გამოწვევები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის მთავრობის, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას.

სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს საერთაშორისო დონეზე სათანადოდ უზრუნველყოს კონფლიქტის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას ემატება ქართულ სივრცეშიც ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, რომელიც ზიანს აყენებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება ქართველი ხალხის სამართლიანი მისწრაფების - მშვიდობით აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, - განხორციელებისთვის.




























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions