26 იანვარს აჭარის აფროსანთა ფედერაციის ხელშეწყობით სოხუმის აფროსანთა კლუბი "ცხუმი" დაფუძნდა 

მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისა და სპორტსმენის მხარდაჭერით, აჭარის აფროსანთა ფედერაციაში დაფუძნდა სოხუმის აფროსანთა კლუბი - “ცხუმი”.  

ამავე დღეს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა აფროსანთა რეგატა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათზე მეტმა ეკიპაჟმა. მათ შორის, ორი გახლდათ კლუბიცხუმისწევრი. 

რეგატას გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები. 

შეჯიბრება გახსნა აჭარის აფროსანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი აფაქიძემ, რომელმაც საზოგადოებას აფროსანთა კლუბცხუმისდაფუძნება აუწყა 

დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა აჭარის აფროსანთა ფედერაციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის და დევნილთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში - “ცხუმისდაარსებაში შეტანილი წვლილისათვის 

ყოლბაიამ კლუბის დაფუძნება მიულოცაცხუმისპრეზიდენტს, ცნობილ სოხუმელ სპორტსმენს, ვახტანგ ხაბურზანიას და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, გადასცა მადლობის სიგელი - აფხაზეთიდან ახალგაზრდა აფროსანთა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის 

შეჯიბრებები სპორტულ რეგატაში გასტანს 2 დღეს.

გალერეა

სხვა სიახლეები