27 დეკემბერს  უმაღლეს საბჭოში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, ასევე კომისიის წევრები, დარგის სპეციალისტები - მეცნიერები, ჰერალდიკოსები, ისტორიკოსები, იურისტები.

სხდომაზე იმსჯელეს ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლიკის დროშისა და გერბის წარმოდგენილ პროექტებზე, მასთან დაკავშირებულ ისტორიულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია.

სხდომაზე დაისახა სამომავლო გეგმები და მუშაობის მიმართულებები.


სხვა სიახლეები