2021 წლის 15 მარტს გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სდომა.
 

კომიტეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს განიხილავენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; ნ. თაბუკაშვილის პრემიის დებულების განხილვა; კომიტეტის სხდომებზე წევრების საპატიო და არასაპატიო მიზეზით დასწრებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

სხდომას გაუძღვება საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

სხდომა გაიმართება 12 სთ-ზე.

სხვა სიახლეები