19 ივნისს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა
და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ
მგალობლიშვილი.
სხდომას
ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის
უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატი
ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული
ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის
უფროსი ნანა კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე დინარა დარსალია,
უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის
სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა
შონია, სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გოგოლაძე, თბილისის აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის
დირექტორი ქრისტინე ავალიანი, მასწავლებლები ნანული ზარია, დალი ფირცხალავა, კავკასიის
უნივერსიტეტის მაგისტრანტები ანი მანჯგალაძე, ელენე უშვერიძე, ეკატერინე ჩაჩუა, ლანა
გუგეშაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მაგისტრანტების ხელმძღვანელი
ქეთევან ჩიგოგიძე.
კავკასიის
უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ფსიქოლოგიური კვლევების შედეგები. ეს კვლევები
მათ ჩაატარეს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლებში, მათ შორის თბილისში მდებარე აფხაზეთის
№2 საჯარო სკოლაში, ასევე არასაპატიმრო სასჯელის მქონე ახალგაზრდებში. მათ ისაუბრეს
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებზე.
საკითხის ირგვლივ გაიმართა აქტიური დისკუსია, გამოითქვა მოსაზრებები. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადა მარშანიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ელგუჯა გვაზავამ, ნანა კვარაცხელიამ. გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა მკვლევრების მიერ ჩატარებული სამუშაო და მადლობა გადაუხადეს მათ.