მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქალაქ ფოთში სტარტი აიღო ძალისმიერ სპორტში ევროპის ღია ჩემპიონატმა.
ჩემპიონატი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის,
გულრიფშელი ირაკლი ცხოვრებაშვილის ინიციატივითა და ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტისა და კულტურისა და
სპორტის სამსახურის ორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობენ თურქი, ირანელი,
აზერბაიჯანელი, სომეხი, გერმანელი და
მოლდოველი სპორტსმენები.
ჩემპიონატი 14 აგვისტოს დასრულდება.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით
მიქავა, სპორტის სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები
და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.