ჯანსუღ
კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და სოლისტ-ინსტრუმენტალისტები
მონაწილეობდნენ. კონცერტზე შესრულდა ნოდარ მამისაშვილის, მერაბ გაგნიძის, იოსებ ბარდანაშვილის
და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები.
ქართული
საგუნდო მუსიკის კონცერტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, 33-ე საერთაშორისო მუსიკალური
ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის
წევრები ესწრებოდნენ.