28 სექტემბერს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „აფხაზეთი საქართველოა“ ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქალაქ ფოთის აკაკი ჩხენკელის სახელობის 21-ე საჯარო სკოლის, მე-8, მე-15, მე-2, მე-5 და მე-7 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზეთის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნისვნელოვანი ლექცია მოისმინეს.

მოსწავლეებს ლექციები აკაკი ჩხენკელის როლზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული საგარეო პოლიტის ჩამოყალიბების საქმეში, კერძოდ „ფოთის შეთანხმების“ შესახებ, აფხაზეთის ომის წინა პერიოდში ეროვნული მოძრაობის შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე ზურაბ ჯგუბურიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი ალფენიძემ წაუკითხეს.

ლექციებს აკაკი ჩხენკელის სახელობის 21-ე სკოლის დირექტორი ოთარ აძინბაია, დირექტორის მოადგილე ლანა ჯოლოგუა, ფოთის რესურს-ცენტრის დირექტორი ლანა ტუღუში, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ და თემურ მჟავიამ, ოთარ აძინბაიამ და გიორგი ალფენიძემ სკოლების პირველკლასელ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გალერეა

სხვა სიახლეები