27 ოქტომბერს ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ორგანიზაციის “აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირის მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის” ინიციატივითა და ორგანიზებით,  უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მხატვრის ნუგზარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

ღონისძიენის ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის “აფხაზეთისთვის” ჩვენება.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ და ნუგზარ მგალობლიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა  პირებმა და წევრებმა: ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავიფ ფაცაციამ,  საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა მანანა გორგიშვილმა, პოეტმა, ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ნუგზარ მგალობლიშვილს ქართული კულტურის რაინდის წოდება მოენიჭა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.  



გალერეა

სხვა სიახლეები