30 ივლისს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ საპრემიერო სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“ უმასპინძლა.

საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  თამაზ ხუბუა,  მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი მურმან კვარაცხელია და  აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოცამდე მსახიობი მონაწილეობდა.

მიმდინარე წელს ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო „მე ვხედავ მზეს“ არის პირველი სპექტაკლი, რომელიც დასმა სახელმწიფო თეატრის რანგში წარმოადგინა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

გალერეა

სხვა სიახლეები