უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები: „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე; ქ. ბათუმში მივლინების შედეგების შესახებ.
პირველი საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ პროცედურას.
უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ქ. ბათუმში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. ისაუბრა რა გაწეული მუშაობისა და საქველმოქედო ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე, მაღალი შეფასება მისცა ამ ღონისძიებების მომზადებაში უშუალოდ ჩართული თანამშრომლების საქმიანობას.
აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე ცნობად იქნა მიღებული.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.