2026 წლის 27 აგვისტოს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ - ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვ.ყოლბაია.

 სხდომის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი :  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ; უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს კომიტეტის აპარატის უფროსის ბატონი მ.ფარფალიას ინფორმაცია დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით და კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაცია ცნობად იქნეს მიღებული და რეკომენდაცია გაეწიოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი „უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და შეჯერდნენ, რომ წარმოდგენილ პროექტში ცვლილება შევიდეს მე-15 მუხლის 1 პუნქტში და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში.

მსჯელობებისა და განხილვების შემდეგ სხდომის მინაწილეებმა მიიღეს გადაწვეტილება მოწონებულ იქნას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი „უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და რეკომენდაცია გაეწიოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კომიტეტის დასკვნა მიეწოდოს წამყვან - იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

ასევე კომიტეტის წევრებმა განიხილეს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.

მსჯელობებისა და განხილვების შემდეგ სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწვეტილება მოწონებულ იქნას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი „უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და რეკომენდაცია გაეწიოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კომიტეტის დასკვნა მიეწოდოს წამყვან - იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

გალერეა