8 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია ჩატარდა, რომელზეც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ საკითხი განიხილებოდა.
სესიის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია.
უმაღლესი საბჭოს სესიამ ერთხმად მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქცია. ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის სრული ტექსტი გამოქვეყნდება საკანომდებლო მაცნეში.