აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა

14 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯ. გამახარიას განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“-ს მიერ ინიციირებული ე.წ. „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით;

2. „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამოკლებულ წევრთა შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2019 წლის 7 ოქტომბრის #106 დადგენილებისა და ზემოაღნიშნულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2019 წლის 21 ოქტომბრის #108 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს კომისიებში და ფრაქციებში განხილვის შედეგების შესახებ.

სხდომის მუშაობაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ნოე ქაშიბაძე მონაწილეობდნენ.






















































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions