საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ელგუჯა და მანუჩარ გულედანების ხსოვნის საღამო გაიმართა

28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში სოხუმის უნივერსიტეტის პედაგოგისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის ელგუჯა გულედანის, მისი ტრაგიკულად დაღუპული შვილის მანუჩარის ხსოვნის საღამო გაიმართა.

 

საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი, უმაღლესი საბჭოს წევრი გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები, ელგუჯა გულედანის მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

შესანიშნავი მამულიშვილის ბ-ნ ელგუჯა გულედანის ხსოვნას ღირსეული პატივი მიაგეს სიტყვით გამოსულმა როლანდ ნიჟარაძემ, აკაკი გასვიანმა, გია გვაზავამ, პროფესორმა ეთერ ქაჯაიამ, ივერი ჭელიძემ, ერეკლე საღლიანმა, ბორის კაკუბავამ და სხვებმა. ელგუჯა გულედანის ნათელ ხსოვნას დავიწყება არ უწერია.

ერთდროულად გაიმართა ბ-ნ ელგუჯას მეუღლის ქ-ნ თამარ ფულარიას წიგნის - „მე მოვდიოდი...“ პრეზენტაცია.

საღამო დასრულდა მგალობლების შესანიშნავი გამოსვლით, აუდიო და ფოტო მასალის ჩვენებით.























































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions