თუ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხის დიდი ნაკადი ზუგდიდისკენ წამოვა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხელისუფლების მხრიდან უკვე გაცხადებულია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ ადამიანების დასახმარებლად. მათ აქვთ და უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. მივმართავ ენგურს გაღმა მცხოვრებლებს - ღმერთმა დაგიფაროთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ თუ თქვენთან კორონავირუსი გაჩნდა, თქვენ საქართველო გიპატრონებთ, რადგანაც თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ“, - აღნიშნა გამახარიამ.
http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=52