მისი თქმით, მოსალოდნელია, ნაწილობრივი მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით, ლეგალური თუ არალეგალური გზებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან არ წყდება ზარები. აფხაზები რეკავენ თავიანთ ნაცნობებთან, მეგობრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ითხოვენ გადმოსვლასა და დაბინავებაში დახმარებას. ჩვენ აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ველოდებით აფხაზეთიდან მოსახლეობის გადმოსვლას. თუმცა აფხაზურმა მხარემ უკვე მიიღო ზომები და არ უშვებენ აფხაზებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მობილიზაციას ექვემდებარებიან. მაგალითად გუშინ, 12 აფხაზი მიაბრუნეს ენგურის პოსტიდან და არ გადმოუშვეს. სავსებით შესაძლებელია, ლეგალური თუ არალეგალური გზით გადმოვიდნენ. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეები მივიღოთ და გადავარჩინოთ იმ სასაკლაოზე გაგზავნას,”- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავარში”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში - 30.09.2022