სკოლის ბიბლიოთეკას 220 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის საბავშვო, საყმაწვილო, სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აპარატის თანამშრომლები ზურაბ კობახიძე და გიგა შელია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გულნაზ აშორტია, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა. აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვა, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის აღზრდის თვალსაზრისით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი საღამო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. მოზარდებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები აფხაზეთის თემატიკაზე.
ამასთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი, ხოლო წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელებით. სიგელები ჯემალ გამახარიამ და თემურ მჟავიამ გადასცეს.
ღონისძიების დასასრულს ჯემალ გამახარიამ სკოლის დირექციას და ღონისძიების მონაწილეებს ლამაზი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.
აქცია უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ქველმოქმედების ფარგლებში განხორციელდა.
უმაღლესი საბჭოს საპატიო და წარმატებულის სიგელებით დაჯილდოვდნენ:
ჯულიეტა ჭანტურია - აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი (ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა);
თინათინ ჯღარკავა - აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი;
მზევინარ გელანტია - აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
ირა გელანტია - აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი;
ლამარა მირცხულავა - აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი;
ლონდა ღურწკაია - აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი;
რიმა ყოლბაია - აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი;
დალი ჯინჯოლია - აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი;
იზოლდა ცანავა - აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
ნინო გამსახურდია - აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი;
გიგი გამსახურდია - ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მიწვეულია აშშ-ს ნასას სამეცნიერო ცენტრში;
მეგი ცობეხია - აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;
ლიზი ჯღარკავა - აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე;
მარიამ ჯონჯუა - აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
დიტო ჭოლარია - აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
ლიზი პაპავა - აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
ლუკა ზარანდია - ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე, რაგბის გუნდი „სოხუმი“-ს წამყვანი მოთამაშე.
აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადაეცა
https://youtu.be/5kqK5UACK8c