საინფორმაციო ბროშურა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საკუთრების გადაცემისა და კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის შესახებ
2009 წ. ივნისის თვის მდგომარეობით რეგისტრირებულ 1990- 1993 წლების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა
საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ზურაბ ნოღაიდელის დავალებით საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის # 80 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება და შემუშავებული სტრატეგიის განხორციელების ორგანიზება-კოორდინაცია.
საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
|