ელგუჯა (გია) გვაზავა
დაიბადა 1952 წლის 22 თებერვალს ქ. ოჩამჩირეში
1974 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი
1976-1981 წლებში თსუ-ს გენეტიკის კათედრის ასპირანტი
1981 წელს მოსკოვის სამედიცინო გენეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა (უმცროსი მეცნიერ მუშაკი)
1998 წელს დიპლომატიური აკადემია – დიპლომატი
2002 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი – იურისტი
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 41 მეცნიერული ნაშრომის ავტორი
1968-1970 წლებში ქ. სოხუმის სასწრაფო დახმარების სანიტარი
1974-1976 გულრიფშის საშუალო სკოლის პედაგოგი; სოხუმის სამედიცინო სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი
1977-1978 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში – ზემდეგი
1982-2007 წლებში თსუ-ს სოხუმის ფილიალის, შემდგომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
1991 წლიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
1992-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, დაცული ტერიტორიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
1995-2009 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
2009 წლიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს
ჰყავს მეუღლე ორი შვილი და ორი შვილიშვილი