მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით მორიგი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა საგანმანათლებლო ცენტრის - ა(ა)იპ „აფხაზეთის მომავალი თაობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლიანა ჩაკლოვა. მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ დავეხმაროთ მათ საკუთარი ისტორიის გააზრებაში, ეროვნული იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში. დღევანდელი პრეზენტაციები მიეძღვნა სწორედ ჟიული შარტავასა და მის გმირ თანამებრძოლებს - ადამიანებს, რომელთა თავდადება, სამშობლოს სიყვარული და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და „ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან გაიხსენა ჟიული შარტავას განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გზა. აღნიშნა, რომ ჟიული შარტავას ღვაწლი სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და მნიშნველოვანია მისი სახელის უკვდავყოფა. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეულ ფიგურაზე, ვისი ცხოვრებაც მუდამ სამაგალითო იქნება მომავალი თაობისათვის. თავის გამოსვლაში ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები არაერთხელ ჩატარებულა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და მომავალშიც ჩატარდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის, ეროვნული ცნობიერების განვითარებისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა რევაზ გერგედავამ-აფხაზეთში ომის დროს ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ; აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრმა ზურაბ შამუგიამ 1992-1993 წელს-24 ბრიგადის ბატალიონი მეთაურის მოადგილემ;  აფზაზეთში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგაგნგებო შტაბის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ნიშნიანიძემ. მოწვეულმა სტუმრებმა. გამომსვლელებმა გაიხსენეს ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების ცხოვრების და მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები, აფხაზეთის ომის პერიპეტიები.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები აფხაზეთის თემატიკაზე, აფხაზეთის ომის ცნობილი და  უცნობი გმირების შესახებ რეგიონის ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ისაუბრეს მომავლის ხედვებზე.  

ღონისძიება ა(ა)იპ „აფხაზეთის მომავალი თაობის“ და  ა(ა) იპ „ეროვნული ერთიანობის ცენტრის „ჟიული შარტავას ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.  

გალერეა

სხვა სიახლეები