1 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები და ეთნიკური აფხაზები.
პროგრამა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.
უახლოეს მომავალში პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პატივი მიაგო ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას