რონდელის ფონდში გაიმართა დისკუსია - „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსია - „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“. დისკუსიაში მონაწილეობნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

 


დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების და ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარება. ამასთან, იმსჯელეს გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის თაობაზე.


ელგუჯა გვაზავამ მოკლედ ისაუბრა აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე და რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის მილიტარიზაციაზე. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.


მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე ახტემ ჩიგოზი და მისი მრჩეველი ნარიმან უსტაევი, უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ოგრიზკო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რონდელის ფოდნის უფროსი მკვლევარები შოთა უტიაშვილი და ვალერი ჩეჩელაშვილი.


შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


დისკუსიის დასასრულს წიგნის „Russia – The Main Threat to Global Order:  The Urgent Need for Counteraction and the Creation of a Deterrence System“ პრეზენტაცია გაიმართა.












































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions