შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქმედ დიპლომატიურ სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა ლექცია თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“. აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

 

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ელგუჯა გვაზავამ და ვახტანგ ყოლბაიამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions