კრემლის მორიგი, უკანონო გადაწყვეტილება

დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მდ. ენგურზე არსებული ე.წ. საზღვარი გადაიკეტება.


ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ - „ეს არის ოკუპანტის მორიგი, უკანონო გადაწყვეტილება. მსგავსი ხასიათის მოწოდებებს დე-ფაქტო აფხაზეთის როგორც ხელისუფლების, ასევე იქ მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აკეთებდნენ, რომ საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, რათა საქართველოდან მომდინარე ე.წ. საფრთხე განეიტრალდეს. სინამდვილეში, ეს არის კრემლის დავალება. იქ დარჩენილ მოსახლეობას კვლავ დაემუქრება გადაადგილების შეზღუდვის საფრთხე“.

 

„ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მიღებულ იქნას სათანადო ზომები. მოგეხსენებათ რუსეთს აღუდგინეს ევროსაბჭოში ხმის უფლება. კრემლის ეს მორიგი პროვოკაცია კი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს“ - აცხადებს ჯ. გამახარია.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions