სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რევაზ ხარებავას 80 წლის იუბილე აღინიშნა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსის, პროფესორ რევაზ ხარებავას 80 წლის იუბილე აღინიშნა.

 

საიუბილეო სხდომას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მოწვეული სტუმრები, იუბილარის ოჯახის წევრები.


კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა რევაზ ხარებავას იუბილე მიულოცეს და ისაუბრეს არა მხოლოდ მის პედაგოგიურ და სამეცნიერო მიღწევებზე, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაზე.


როგორც სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ბატონ რევაზ ხარებას პირველად სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიაში მიანიჭეს ემერიტუსის წოდება. მან იუბილარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.


იუბილარს დაბადების დღე მიულოცა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უსურვა ჯანსაღი სიცოცხლე, ახალი შემოქმედებითი წარმატებები და გადასცა მას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.


პროფესორმა რევაზ ხარებავამ მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას. „ახალ თაობას მინდა ვუთხრა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით და მონდომებით შეძლებენ ცხოვრების რთული გზის ნაყოფიერად გავლას. დღეს, როცა წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით იზრდება და ვითარდება სამყარო, პროფესიული ზრდა თვითგანათლებას მოითხოვს, რასაც თითოეულ სწავლას მოწადინებულ ახალგაზრდას ვურჩევდი“- აღნიშნა რ.ხარებავამ.





























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions