მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა და მორიგი პლენარული სხდომა, რომლებსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პრეზიდიუმის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაცია წარადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ ხუბუამ. პრეზიდიუმმა აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღო.

აფხაზეთის ისტორიის მოკლე ნარკვევის ბერძნულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის საკითხზე გადაწყდა ბერძნულ ენაზე ითარგმნოს აფხაზეთის ისტორიის მოკლე ვარიანტი.

პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის მომავალ სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მოხსენება წარმოადგინა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გონაშვილმა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ჯგუბურია, უმაღლესი საბჭოს წევრები: ელგუჯა გვაზავა, მურმან კვარაცხელია, თეიმურაზ მჟავია და ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.

მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის  აპარატის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯალაღონია, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი.

სხდომის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ვასილ გონაშვილს მომზადებული ინფორმაციისათვის და დადებითად შეაფასა გაწეული საქმიანობა. თავმჯდომარემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა კომიტეტებსა და ფრაქციებთან ერთად გააგრძელონ და შესაბამისი მოსაზრებები თუ წინადადებები წარმოადგინონ.

პრეზიდიუმის სხდომაზე დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა განათლების სფეროს ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხოლო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს საპატიო სიგელებთან ერთად უმაღლესი საბჭოს მედლებიც გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა მოწვეულ სტუმრებსა და დაჯილდოებულებს. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ჯგუბურია. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს შეკრებილთა დიდ ღვაწლსა და დამსახურებას მათი მოღვაწეობის სფეროში.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა — თამაზ ხუბუამ და ელგუჯა გვაზავამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ქეთო არღვლიანი — ხანგრძლივი დანაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის.

მარინე გვასალია — განათლებისა და პედაგოგიკის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ნიკოლაევის (უკრაინა) რეგიონში.

დალილა ზუხბაია — ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის.

ნონა ქარაია — განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.

ქეთევან გოგუა — აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და უმაღლესი საბჭოს მედლებით დაჯილდოვდნენ:

კონსტანტინე ყიფიანი —  მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი; ჯანდაცვის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

დავით ტატიშვილი — პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ჯანდაცვის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

 

 

გალერეა

სხვა სიახლეები