აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში გამოფენა „ხიდი“  გაიმართა.  ექსპოზიცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის აღდგენას მიეძღვნა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ მიმართა. მან მსგავსი თემატიკის კულტურული ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პროცესში ხელოვნებას შეუცვლელი ადგილი უკავია.

გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი,  საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ბასარია, მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ექსპოზიცია ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, გამოყენებითი ხელოვნების, ქანდაკებისა და ჭედური ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავდა.

სხვა სიახლეები