2 ოქტომბერს
გაგრის დაცემის
დღიდან 34
წელი შესრულდა.
1992 წლის ოქტომბერში
გაგრაში განვითარებულ
ტრაგიკულ მოვლენებთან
დაკავშირებით აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ
გამახარიამ, მთავრობის
თავმჯდომარე გიორგი
ჯინჭარაძემ, საქართველოს
იუსტიციის მინისტრის
მოადგილე გიორგი
დგებუაძემ, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილემ, საბიუჯეტო და
სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ვახტანგ
ყოლბაიამ, იურიდიულ
და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე თამაზ
ხუბუამ, მურმან
კვარაცხელიამ, აფხაზეთის მთავრობის
წევრებმა, ვეტერანთა
საქმეების სახელმწიფო
საქმეების სამსახურის
დირექტორის მოადგილე
ჯანდრი უბირიამ, უმაღლესი
საბჭოს აპარატის
უფროსმა ზურაბ
მებონიამ, ვეტერანებმა
და დევნილი
საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა პატივი
მიაგეს სამშობლოსთვის თავგანწირული
მეომრების ხსოვნას
და გმირთა
მემორიალი ყვავილების გვირგვინით
შეამკეს.