17 ოქტომბერს
ომისა და
თავდაცვის ძალების
ვეტერანთა დღე
აღინიშნება. სსიპ-
ვეტერანების სახელმწიფო
სამსახურის ორგანიზებით,
სასტუმრო პარაგრაფ
თბილისში, ვეტერანის დღისადმი
მიძღვნილი საზეიმო
მიღება გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულთა ხსოვნას.
ღონისძიებაზე მოწვეულ
სტუმრებს სიტყვით
მიმართეს საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ
ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა, ვეტერანების
საქმეთა სახელმწიფო
სამსახურის ხელმძღვანელმა კობა
კობალაძემ, თავდაცვის
მინისტრმა ირაკლი
ჩიქოვანმა. აგრეთვე,
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა
ანდრიამ (ჯაღმაიძემ)
კი ვეტერანებისადმი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა
თბილისის მთავარეპისკოპოსისა და
ბიჭვინთისა და
ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტის, უწმინდესისა
და უნეტარესი
შიო მესამის
მილოცვა წაიკითხა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია,
მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძე, აღმასრულეველი და
საკანონმდებლო ხელისუფლების
წარმომადგენლები და
ვეტერანები.