საქართველოს
პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები
და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიმართა.
საერთაშორისო
კონფერენცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.
კონფერენციის
გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი
და უნეტარესი შიო მესამე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მართლმადიდებლობის
პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი.
საერთაშორისო
კონფერენცია პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა, სასულიერო პირებმა, თეოლოგებმა, ისტორიკოსებმა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თემებზე: „ქრისტიანულიფასეულობები
ევროპაში, კრიზისის ფონზე: ლისაბონის ხელშეკრულების მე-17 მუხლი და მართლმადიდებლობის
წვლილი“ და „ქრისტიანული ღირებულებები პოლიტიკის შემუშავების პროცესში: ოჯახის ინსტიტუტი
და ტრადიციული ღირებულებები“, მოხსენებები წარადგინეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
ღონისძიებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიის უმაღლესი საბწოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის
თამჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის
საპარლამენტო დელეგაციები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.