მსჯელობა ზუგდიდის საკრებულოში ურთიერთანამშრომლობის აუცილებლობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ქალაქ ზუგდიდში სამუშაო მივლინების ფარგლებში შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას.

 

საუბრის მთავარი თემა იყო ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცება.

როგორც ბატონმა თამაზ ხუბუამ აღნიშნა „დევნილთა დიდმა არმიამ აფხაზეთის დაცემის პირველივე დღეებიდან თავშესაფარი ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში ჰპოვა, ვინაიდან აფხაზეთის მკვიდრთათვის ეს რეგიონი ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე, შესაბამისად კარგად  ნაცნობი და მშობლიურთან ყველაზე მეტად ასოცირებული იყო.  ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც იმხანად თავადაც  საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკურ დაძაბულობაში ცხოვრობდა და სოციალურ-ეკონომიკურ შეჭირვებაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა გაიღო ტანჯვა-წვალებას ცოცხლად გადარჩენილი აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების მიმართ; ეს ურთიერთბა დღემდე გრძელდება. დღეს უკვე საჭიროდ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის სტრუქტურებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა თუ მერიას შორის   სახელისუფლებო თანმშრომლობამ გააუმჯობესოს დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცვის ხარისხი; ეს კი კოორდინირებული თანამშრომლობის ინტენსიფიცირების, ოფიციალურად გაფორმებული საქმიანი ურთიერთობის შედეგად უნდა განხორციელდეს,“- მიაჩნია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.


საქმიანი თანამშრომლობის გააქტიურებას მიესალმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასქირი, რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რევაზ ქობალია.






















































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions