ია მაისაია უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა


თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში, სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის, ღირსების ორდენის კავალერის, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ია მაისაიას ალბომის წარდგენა გაიმართა.

 

სახელწოდებით „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ კომპაქტ-დისკი ფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით  აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა.

ია მაისაია 100-მდე სიმღერისა და 50 საფორტეპიანო პიესის ავტორია და თავადაც სიმღერების უბადლო შემსრულებელია. მრავალფეროვნებით გამორჩეული დევნილი კომპოზიტორის შემოქმედებაში ძირითადი ადგილი აფხაზეთისადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს, პატრიოტულ სიმღერებს უჭირავს.

ია მაისაიას მუსიკალურ ნიჭიერებაზე და პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა, პოეტმა მზია ხეთაგურმა, ინტელიგენციის არაერთმა წარმომადგენელმა, ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა, რომელთა მიერ შესრულებული იყო ი.მაისაიას სიმღერები. საღამოზე არაერთი სიმღერა თავად კომპოზიტორმაც შეასრულა.

შემოქმედებითი საღამოს დასასრულს,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ქალბატონი ია მაისაია უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა, საღამოს ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი  როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის საზოგადოების ცნობილი სახეები.



























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions