რადიოპროექტი აფხაზეთის პრობლემატიკის გააქტიურებისათვის

აფხაზეთის პრობლემატიკის აქტიური გაშუქების მიზნით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატი ამას წინათ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის ინიციატივას პირველი ტელერადიოკომპანია ტვ.24 გამოეხმაურა და რადიო „საქართველოს ხმაზე“ (FM 107.9) აფხაზეთზე ახალი საავტორო გადაცემისათვის, ყოველკვირეულად უსასყიდლოდ საეთერო დროის გამოყოფა შესთავაზა.

ამ სიახლესთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ და ტელერადიოკომპანია ტვ.24-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ბადრი ნაჭყებიამ.

სიახლესთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და ტელერადიოკომპანია ტვ.24 უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ FM 107.9-ზე რადიოგადაცემათა ბადეში აფხაზეთზე ახალი მედიაპროექტისათვის აქტუალური ადგილის დამკვიდრებას.
















































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions