„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი

2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს გაიმართა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რის შემდეგ სამუშაო პანელური დისკუსიები წარიმართა. დისკუსიების მსვლელობისას მოდერატორები განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ეკონომიკის ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა, „აბრეშუმის გზის“ პროექტის განვითარება და სხვა.

ფორუმის გახსნას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის და სამომავლო განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი იმართება საქართველოს მთავრობის პატრონაჟით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 2015 წლიდან.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions