აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ტრადიციული წინასაახალწლო მიღება გაიმართა.  მიღებაზე მოწვეული იყვნენ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოღვაწეობით აფხაზეთის პრობლემატიკის გააქტიურებას შეუწყვეს ხელი.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ  გაწეული ღვაწლისათვის მათ მადლობა გადაუხადა და  ბევრი მათგანი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

 

აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს და დევნილობაში აფხაზეთის მოსახლეობის სულიერი სიმტკიცისათვის გაწეული ღვაწლის, დევნილი მრევლის რწმენაში გაძლიერების, მუდმივი მზრუნველობისა და მშობლიურ ადგილებში უეჭველი დაბრუნების იმედის გამყარებაში  შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და განათლების სისტემაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი და უმწიკვლო მოღვაწეობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებელი მერი გეგეჭკორი  დაჯილდოვდა   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლე-ახალგაზრდობაში აღმოსავლური ორთაბრძოლების საპორტული სახეობების პოპულარიზაციის, ნაყოფიერო სამწვრთნელო-პედაგოგიური საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისატვის კახაბერ კაკაბაძე დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, აფხაზეთის პრობლემატიკის ობიექტური საინფორმაციო უზრუნველყოფის საქმეში გაწეული მიზანმიმართული საქმიანობისთვის რადიოსადგურ ”ამერიკის ხმა”-ს კორესპონდენტი საქართველოში ელენე ბარათაშვილი დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლების შესწავლის, დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ლია ახალაძე დაჯილდოვდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთის ფეხბურთის დევნილობაში განვითარების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის შპს სასტუმრო ”ამბასადორი”-ს დირექტორი გია ბერულავა დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში  ხანგრძლივი, ნაყოფიერი და უმწიკვლო საქმიანობისათვის და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის ნური ხაბურზანია დაჯილდოვდა   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში  შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბუკია დაჯილდოვდა   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი ბუჟღუ ვიბლიანი დაჯილდოვდა   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლე-ახალგაზრდობაში აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტული სახეობების პოპულარიზაციის, ნაყოფიერი სამწვრთნელო-პედაგოგიური საქმიანობისა და მაღალი  მოქალაქეობრივი  პოზიციისათვის თამაზ ჯახაია  დაჯილდოვდა აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტულ სახეობაში მიღწეული წარმატებებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის კარატე-დო-ში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ნანა დარასელია დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტულ სახეობაში მიღწეული წარმატებებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის კარატე-დო-ში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი გოგიტა არქანია დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთის ისტორიისა და არქეოლოგიური კვლევის სფეროში შეტანილი დიდი წვლილისათვის, აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბარამიძე დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions