იორდანიაში ქართული და ჩერქეზული ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 28 ოქტომბერს ქ. ამანში საქართველოს საელჩოს, იორდანიაში ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციისა და საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სემინარი "ქართული და ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის" შესახებ. ღონისძიებას უმასპინძლა ამანში“ ჩერქეზულმა საქველმოქმედო ასოციაციამ“ და მისმა პრეზიდენტმა ზუჰდი ჯანიბეკმა (იორდანიის „ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოცოაცია“ სამეფოში ჩერქეზული დიასპორის მთავარი და უძველესი გაერთიანებაა).


სემინარი გახსნეს იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, ამანში ჩერქეზთა საქველმოქმედო ცენტრის პრეზიდენტმა ზუჰდი ჯანიბეკმა და თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა მკვლევარებმა, ასევე აშშ-სა და თურქეთში მოღვაწე გამოჩენილმა ჩერქეზმა მეცნიერებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კავკასიური ერთობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების საქმეში. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესი საშუალებაა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში.

 

ღონისძიების მეორე ნაწილის ფარგლებში, გაიმართა ქართველი პოეტის დავით მაღრაძის წიგნის "ჯაკომო პონტის" ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ამანში. დავით მაღრაძემ წაიკითხა ნაწყვეტები ქართულ ენაზე, ხოლო საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენლება წაიკითხეს "ჯაკომო პონტის" ნაწყვეტები ჩერქეზულ და აფხაზურ ენაზე.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ იორდანიის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე სამეფოს სენატის, პარლამენტის და იორდანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამანში საქართველოს საელჩოსა და იორდანიაში ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციის მიერ მოეწყო ერთობლივი ღონისძიება.

 

აღინიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრები კიდევ უფრო აღრმავებს ქართველი და ჩერქეზი ხალხის ისტორიულად არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს, რაც კავკასიის რეგიონის მშვიდობის გარანტიაა.

https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/posts/142005287181477
























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions