აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა


31 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.



























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions