ჯემალ გამახარიამ და ფატმა სერენ იაზგანმა ვაზიანის დევნილთა კომპაქტური ჩასახლება მოინახულეს


12 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქ-ნ ფატმა სერენ იაზგანთან ერთად ვაზიანში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ უბანში მშენებარე ობიექტი დაათვალიერეს, რომელშიც სხვადასხვა დანიშნულების სოციალური პროექტების განხორციელება იგეგმება.

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, ვაზიანში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.

აღნიშნული პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერითა და თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) დაფინანსებით ხორციელდება.

















































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions