კანონპროექტის განხილვა პროფკავშირების სახლში


13 ნოემბერს აფხაზეთის გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განხილვა. განხილვაში მონაწილეობდნენ კანონპროექტის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები, იურისტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

 

კანონპროექტის გარშემო გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თ. ხუბუამ, გ.ქოიავამ, ზაურ მებონიამ, ა.ლაცუზბაიამ, ა.ხაზალიამ, ზ.ლომთათიძემ, თ.ვეფხვაძემ, შ.წულეისკირმა, ა.გასვიანმა, ზ.მებონიამ, ვ.ყოლბაიამ.

დისკუსიის დროს გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შეჯერებისას.







































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions