აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საყურადღებოდ!


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა ფეისბუქ-გვერდი „ცხელი ხაზი“, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალური მონაწილეობა მივიღოთ თქვენს წინაშე არსებული საჭირბოროტო საკითხების, პირველ რიგში სოციალური პრობლემების მოგვარებაში. მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება სამართლებრივ (იურიდიულ) საკითხებშიც.

 

დაგვიკავშირდით, შეგვატყობინეთ თქვენს დასახლებაში, ოჯახში არსებული პრობლემის შესახებ, ჩვენ კი მთელს ძალისხმევას მოვახმართ თქვენი კანონიერი უფლებების დაცვას და თქვენს წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტას.

 

ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართია: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს „ცხელი ხაზი“

ტელეფონის ნომერი: 598 98 51 39;

ელექტრონული ფოსტა: councilsupreme01@gmail.com

Skype: უ.ს. ცხელი ხაზი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions