გარდაიცვალა აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი ლუიზა შენგელია


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ღვაწლმოსილი მუშაკი, გალის რაიონის მკვიდრი და მისი დიდი გულშემატკივარი ლუიზა შენგელია.

 

ახალგაზრდობის წლებში ის, როგორც რაიონის ახალგაზრდობის ლიდერი, განსაკუთრებული ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობდა. არანაკლები წარმატებებით იყო გამორჩეული ლუიზა შენგელიას მოღვაწეობა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე - რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თუ გალის რაიონის განათლების განყოფილების ხელმძღვანელობის წლებში. დევნილობის სირთულეების მიუხედავად, ლუიზა შენგელია წლების მანძილზე მისთვის ჩვეული აქტიურობით განაგრძობდა მოღვაწეობას გალის რაიონის გაგებლის მოადგილის სტატუსით.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions