ცრუ ინფორმაცია ჯემალ გამახარიას წინააღმდეგ

ვინმე გელა სხულუხია  გაზეთ „ასავალ–დასავალის“ მითითებით სოციალური ქსელით ავრცელებს ცრუ ნიუსს, თითქოს ჯემალ გამახარია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს ეწინააღმდეგება და ომისაკენ მოუწოდებს თანამემამულეებს;

 

ჯემალ გამახარიას განმარტებით, მსგავსი შინაარსის ინტერვიუ მას  არცერთი გამოცემისათის არასდროს  მიუცია. მისი განცხადებით, „მხოლოდ დიალოგით, მშვიდობის ენით, შერიგებით და ნდობის აღდგენით დავბრუნდებით აფხაზეთში!

 

ამ განსაცდელის დღეებშიც დახმარების ხელს ვუწვდით აფხაზეთს და აფხაზებს!“

ჯემალ გამახარიამ წაიკითხა აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში, მაგრამ ვინაიდან ის დაბლოკილი აღმოჩნდა, წერილის ქვეშ კომენტარი ვერ გააკეთა. ამიტომ გადაწყვიტა ამ ფორმით აცნობოს საზოგადოებას, რომ მსგავსი მას არასდროს უთქვამს. ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ სიცრუის ავტორს მოუწევს ბოდიშის მოხდა, რადგან ეს ფეიკი ემსახურება პირადად მის დისკრედიტაციას“.

 

 

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის გიორგი გიგაურის პასუხი ცრუ ინფორმაციაზე

,,ასავალ-დასავალი'' საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ქართულ-აფხაზური დიალოგის მომხრეა და არასოდეს მოახდენს აფხაზებთან ომის მოწოდებების ტირაჟირებას!

ვიღაც პროვოკატორმა გელა სხულუხიამ ფეისბუკ-ჯგუფში ,,დევნილები დევნილებისთვის'' გაავრცელა ცილისმწამებლური და აშკარად დაკვეთილი პოსტი აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას წინააღმდეგ!

თითქოს, ჯემალ გამახარია აფხაზეთთან ომის დაწყების მომხრეაო და წყაროდ, 25 მარტის ,,ასავალ-დასავალი'' მოჰყავს!

ეს არის ბინძური ცილისწამება ,,ასავალ-დასავალის'' წინააღმდეგაც!

ამიტომ, უფლებამოსილი ვარ, ,,ასავალ-დასავალის'' სახელით განვაცხადო ამ ბიძურ პროვოკაციაზე:


ჯერ ერთი, 25 მარტის ,,ასავალ-დასავალი'' ბუნებაში არ არსებობს - ამჟამად გაყიდვაშია 23-29 მარტის ,,ასავალ-დასავალი'', სადაც არსად, ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები არც ,,ომის დაწყება აფხაზეთთან'' და არც - ჯემალ გამახარია!

მეორეც, ამ ორიოდე კვირის წინ, მე პირადად ჩამოვართვი ინტერვიუ ბ-ნ ჯემალს და ის ხაზგასმით ამტკიცებდა რუსეთის იმპერიული პოლიტიკით გაწირულ აფხაზებთან მშვიდობიანი ურთიერთობების აუცილებლობასა და სამომავლოდ, ერთიან საქართველოში, ჩვენი გარდაუვალი ერთობლივი თანაცხოვრების ფართო პერსპექტივებს!

ამ რუსული ,,აზბუკით'' დაწერილი გვარ-სახელის მქონე პროვოკატორი გელა სხულუხიათი კი, უპრიანია, ქართველი სამართალდამცავები დაინტერესდნენ, რადგან რაც მან შეთხზა, ერთი-ერთში ემთხვევა როგორც კრემლის, ასევე აფხაზეთის მარიონეტული, რუსული საოკუპაციო რეჟიმის უბადრუკ ანტიქართულ პროპაგანდას, რომლის მიზანია, არ დაუშვას რუსული იმპერიული პოლიტიკით ყელში ამოსული აფხაზების გამოფხიზლება და ქართველებისკენ შემობრუნება!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions