ჯემალ გამახარია: „რომ არა საქართველო, ეს ადამიანები განწირულები არიან“


რუსეთმა განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს – რომ არა საქართველო ეს ადამიანები განწირულები არიან, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ ცალკეული პირები გვირეკავენ და გვაწვდიან ინფორმაციას. იმ ოფიციალურ ინფორმაციას, რაც იქ ვრცელდება ჩვენ ვავსებთ ამ წყაროების საშუალებით. ანუ ჩვენი ნაცნობი ადამიანები გვირეკავენ და გვეუბნებიან რეალურად რა ხდება იქ.

სიტუაცია არის ძალიან რთული, ჯერჯერობით თითქოს არ არის გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანი. მე ვგულისხმობ გალს იქით, მაგრამ ბევრს ამის არ სჯერა.

ადგილობრივ ექიმებს და ცალკეულ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი არის აფხაზეთში, მაგრამ იქ არ არის საშუალება რომ გამოავლინონ.

რუსეთმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს – რომ არა საქართველო ეს ადამიანები განწირულები არიან“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions