აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ვეტერანებს შეხვდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე თენგიზ ლომია და მეომართა კავშირის წევრები მიიღო.

 

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს, რათა მათ საქართველოს პარლამენტში ვეტერანთა შესახებ კანონში ცვლილებების განხილვისას, ლობირება გაუწიონ მათგან მოწოდებულ წინადადებებს, რომელიც ვეტერანთა სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

 

უახლოეს დღეებში, საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებში ვეტერანთა სოციალური პაკეტის გაუმჯობესებისა და კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით,  განხილვები დაიწყება. პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებაში შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ვეტერანთა შესახებ საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად სხვა აქტუალურ საკითხებზეც იმუშავებს.

 

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions