ივერიის ღვთისმშობლის ხატი-მეოხი ქართველთა და აფხაზთა

 

28 აპრილს, აფხაზეთის ხელისუფლების შემოწირულობითა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის  ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამია და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოში ჩამოაბრძანეს ათონის წმინდა მთაზე დაწერილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ახალი ხატი, როგორც მფარველი და სიმბოლო აფხაზთა და ქართველთა ერთობისა.

 

საქართველოში ხატის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტში შეიკრიბა დევნილი საზოგადოებრიობა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. მრევლს სიტყვით აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმემ მიმართეს. იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ხატი აკურთხა.

 

ორგანიზატორთა განცხადებით, ხატს მახათას მთაზე დააბრძანებენ, ხოლო შემდეგ გადააბრძანებენ აფხაზეთში.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions