ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში - 16.07.2020

“ბჟანიას რუსეთში პირდაპირ უთხრეს, რომ არავითარი ფული არ იქნებოდა, პირიქით, ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს” – გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც გამახარიამ განაცხადა, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონი ფინანსური დახმარების გარეშე დატოვა.

„ვითარება მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმეა და აფხაზეთში – განსაკუთრებით. ამ ვითარებას ამძიმებს ის, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, აფხაზეთი წელს, ფაქტობრივად, რუსეთის დახმარების გარეშეა. რუსეთს ოფიციალურად უარი არ უთქვამს ამ დახმარებაზე, მას საბიუჯეტო ვალდებულება აქვს აღებული, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში 4,7 მილიარდი რუბლი ჩარიცხოს. ჯერჯერობით, ძალიან ცოტა თანხაა ჩარიცხული. ხელფასებს, პენსიებს დროულად ვერ გასცემენ. ამ კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა.

რაც შეეხება ფულის გადარიცხვას – როცა ბჟანია იმყოფებოდა რუსეთში 24 ივნისს რაღაც პარადზე, მას იქ პირდაპირ უთხრეს, რომ არავითარი ფული არ იქნებოდა, პირიქით, გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს. საუბარია შემდეგ ვალდებულებებზე: უძრავი ქონების შესყიდვის უფლებაზე რუსებისთვის, ასევე, რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე. ანუ აფხაზეთის, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ჩაბარებაზეა საუბარი. ეს აფხაზებმა იციან, ამაზე არ მიდიან და ფული არ მოდის, რა იქნება, როგორ იქნება, მკითხობა არ მინდა, მაგრამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო რომ გართულდება, ძნელი მისახვედრი არაა. ბჟანიას ბოლო განცხადებაც შესაძლოა, ამ ვითარებას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისივე თქმით, გალის რაიონში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა.

„გალის რაიონში ვითარება ბევრად უფრო რთული და მძიმეა, ვიდრე – დანარჩენ აფხაზეთში. თითქმის თებერვლიდან შემწეობები, პენსიები არ აუღიათ. პროდუქტები, წამლები გამოილია. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა. დიდი უკმაყოფილებაა გალის რაიონის მოსახლეობაში. ყოველდღე გვირეკავენ, გვთხოვენ დახმარებას. პირინციპში, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დავეხმაროთ პროდუქტებით, წამლებით, მაგრამ ამას გასაგები მიზეზების გამო ვერ ვახორციელებთ. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით რაღაც გზების გამონახვა. მე პირადად მესახება ასეთი გზა: შედგეს მოლაპარაკება საერთაშორისო ორგანიზაცეიბის დახმარებით და რუხში გადმოუშვან ადამიანები, იქ ორგანიზებული იყოს პენსიებისა და შემწეობების გაცემა. იქვე შეიძლება ბაზრობების, მაღაზიების მოწყობა, რომ რისი ყიდვაც უნდათ ადამიანებს, იყიდონ და იმ დღესვე დაბრუნდნენ უკან. მგონი, ამის გაკეთება შესაძლებელია. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ვარიენტზე, თუ როგორ დაეხმაროს გალელებს. ალბათ, რომელიმე ერთი ვარიანტი იქნება ამოქმედებული.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას – ამ წუთის მონაცემებით, თითქოს, არცერთი ინფიცირებული არაა აფხაზეთში. ეს სპეციალურად გაკეთდა 15 ივლისსთვის, რომ საზღვარი გახსნილიყო, მაგრამ არ გაუხსნეს.

ე.წ. საზღვარი ფსოუზე, რუსეთთან ჩაკეტილია. 15 რიცხვამდე იყო ჩაკეტილი. აფხაზებმა გააკეთეს ისე, რომ 14 ივლისს კორონავირუსით დაავადებული ბოლო 2 ადამიანი გაწერეს და გამოაცხადეს, რომ საზღვრის გასახსნელად და ტურისტების მისაღებად მზად არიან. მაგრამ ამან უკვე 21 ივლისამდე გადაიწია და 21-შიც გაიხსნება, თუ არა, არავინ იცის. ალბათ, უფრო არ გაიხსნება, რადგან რუსეთის მხრიდან მზაობა არ არის. ასევე, სოჭში საკმაოდ გართულებულია კოვიდსიტუაცია. იქ 700-მდე ინფიცირებული და 15 გარდაცვლილია. ამიტომ, რას მოიმოქმედებს რუსული მხარე, აფხაზური მხარე, არავინ იცის. გაიხსნას ე.წ. საზღვარი, შემოვიდნენ რუსები და შემოიტანონ ინფექცია, ხომ დაიღუპება მაშინ ყველაფერი. ამიტომ, გაურკვევლობა და მძიმე სიტუაციაა“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

„1993 წლის შემდეგ პირველად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს“, – გამახარია ბჟანიას განცხადებას ეხმაურება

ებაზე, მას საბიუჯეტო ვალდებულება აქვს აღებული, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში 4,7 მილიარდი რუბლი ჩარიცხოს. ჯერჯერობით, ძალიან ცოტა თანხაა ჩარიცხული. ხელფასებს, პენსიებს დროულად ვერ გასცემენ. ამ კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა.

“ეს არ არის რიგითი განცხადება, უბრალო მოვლენა”, – ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბოლო განცხადებას, რომელიც საქართველოსთან დიალოგს ეხება.

როგორც ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1993 წლის შემდეგ პირველად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს.

„ბჟანიას განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა. ეს მისი მხრიდან პირველი განცხადებაც არაა. მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის რიგითი განცხადება, უბრალო მოვლენა. მე პირადად, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმიტომ კი არა, რომ ახლა ავშენდით და პრობლემა მოხსნილია, მე ვგულისხმობ იმ რეაქციას, რომელიც ამან აფხაზურ საზოგადოებაში გამოიწვია. დღეს აფხაზურ საზოგადოებაში განხილვის ნომერ პირველი თემა საქართველოსთან ურთიერთობა გახლავთ. ძალიან ბევრი ადამიანი ამას მხარს უჭერს, ბუნებრივია, არიან მოწინააღმდეგეებიც. 1993 წლის შემდეგ პირველად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. მარტო ამის გამო იმსახურებს ბჟანიას განცხადება ძალიან დიდი ყურადღებას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბატონი ბჟანია საქართველოს პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერი, მიუსხდებიან მაგიდას და მოაწერენ ხელს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, მაგრამ მე პირადად ძალიან მინდა, ეს განცხადება ორივე მხარისთვის მისაღები, ძალიან დადებითი შედეგით დამთავრდეს.

მე პირადად ასე მესახება: მიმდინარეობს ჟენევის კონსულტაციები, როცა განახლდება, შესაძლებელია, ჟენევაში ყველა მონაწილემ ერთობლივად გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთის წინააღდეგ ძალას არ გამოიყენებენ. ფორმატში მონაწილეობენ აფხაზებიც, ასევე, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. პირველი ნაბიჯი შესაძლოა, ეს იყოს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ცნობისთვის, ბჟანიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინპრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეები დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს. პრობლემა ჩვენში არ არის. ჩვენ ვაღიარებთ ქართულ სახელმწიფოს, ვაღიარებთ იმ უფლებებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსგან გამომდინარეობს. თუმცა სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ასეთი პოლიტიკა. ვფიქრობ, ის არაკონსტრუქციულია.

ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მათ აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, თუმცა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მოგვცემს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბჟანიამ.

გამახარია: ვსწავლობთ „საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის“ წესდებას – ჰქონდათ, თუ არა უფლება, არაღიარებული ტერიტორიის ჟურნალისტთა გაერთიანება თავის შემადგენლობაში მიეღოთ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “აფხაზეთის ჟურნალისტური კავშირი” „საერთაშორისო ჟურნალისტურ ასოციაციაში“ წევრად მიიღეს.

„ეს არ არის სასიამოვნო ინფორმაცია. ეს არის „რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის“ ორწლიანი მუშაობის შედეგი, როგორც ისინი ამბობენ.

„საერთაშორისო ჟურნალისტურ ასოციაციაში“ აფხაზეთის ფე ფაქტო „ჟურნალისტთა კავშირი“ არის ასოცირებულ წევრად მიღებული. ახლა ვარკვევთ, ასოცირებულია ჯერ „რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციაში“ და მერე ასეა იქ მიღებული, თუ პირდაპირ ასოცირებული წევრია.

ჩვენ ვსწავლობთ „საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის“ წესდებას – ჰქონდათ, თუ არა უფლება, არაღიარებული ტერიტორიის ჟურნალისტთა გაერთიანება თავის შემადგენლობაში მიეღოთ“, – განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 16.07.2020
https://youtu.be/PfemZmUB8B8

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions