აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა

 




”აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა - ქართული სალოცავები” სახელწოდებით 2 მაისს გაიმართა გამოფენა და კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

 

წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ფოტოები, სადაც დაფიქსირებულია უძველესი ქართული წარწერები.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ღონისძიების მთავარ მიზანზე - ოკუპანტების ფალსიფიცირებისგან ქართული კულტურის ძეგლების დაცვაზე.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვის საკეთხებზე საუბრისას ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რადგანაც სწორედ ისტორიის გაყალბებებით დაიწყო აფხაზეთის დაკარგვა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ამ სფეროში ნაყოფიერი მუშაობისათვის.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions